კვებითი დარღვევა და კვებითი აშლილობა

ბევრს გვსმენია ეს ორი ტერმინი, მაგრამ ხშირად გვერევა მათი მნიშვნელობა. მოდით, გავარკვიოთ, რა არის კვებითი დარღვევა და რით განსხვავდება ის კვებითი აშლილობისგან.

## კვებითი დარღვევა (Disordered eating)

• არის ტერმინი, რომელიც აღწერს არაჯანსაღ დამოკიდებულებას საკვებთან და კვებასთან.

• არ არის ოფიციალური სამედიცინო დიაგნოზი.

• შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო სერიოზული პრობლემებისკენ.

• ხშირად ხდება გარდამავალი ეტაპი ნორმალურ კვებასა და კლინიკურად დიაგნოსტირებულ კვებით აშლილობას შორის.

• ჰგავს კვებით აშლილობას სიმპტომებითა და ქცევით, თუმცა გამოიხატება ნაკლები სიხშირით და სიმძიმით.