ჩემ შესახებ

გახლავართ კვებითი ქცევის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ქოუჩი, რომელიც ეხმარება ადამიანებს ააშენონ უფრო ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება. ჩემი მუშაობა აერთიანებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თერაპიას პრაქტიკულ სტრატეგიებთან, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად მუშაობს.

თავად მქონდა გამოცდილება იმ ადგილზე ყოფნისა, სადაც შესაძლოა შენ ხარ ახლა.

უბრალოდ მე უკვე “ნაიარები” მაქვს იქ,  სადაც შენ “ჭრილობა” გაქვს. ვიცი რას ნიშნავს, როცა გჯერა რომ საკვები შენი მტერია, როცა  საკუთარი სხეულით გამუდმებით უკმაყოფილო  ხარ.

ვინაიდან თავად გავიარე გზა კვებითი აშლილობის მქონე ადამიანის როლში, ვიცი რამდენად რთული შეიძლება იყოს განკურნება. გამოჯანმრთელება მხოლოდ საკვებს ან სხეულის იმიჯს არ ეხება – ეს არის უსაფრთხოება, იდენტობა, საზრისი და საკუთარ თავთან დაბრუნება.

"გამოცდილება ცოდნას სიბრძნედ აქცევს"

თუ მზად ხარ ჩამოაყალიბო უფრო ჯანსაღი, მშვიდი ურთიერთობა საკვებთან და შენს სხეულთან, სიამოვნებით დაგეხმარები.

ჩემი მიდგომა

არ არსებობს ერთი, მიდგომა, რომელიც ყველას “მოერგება”. რაც ერთს დაეხმარება, შესაძლოა მეორესთვის  იყოს უშედეგო, ამიტომ ჩვენ შენზე მორგებულ ფორმატს ვიპოვით.

CBT-E, CBT-T და ACT-ის გამოყენებით, ვქმნი მკურნალობის სტრატეგიას შენი უნიკალური საჭიროებებისა და გარემოებების გათვალისწინებით.

ვის ვეხმარები?

  • ზრდასრულებს,  რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა კვებითი აშლილობა/დარღვევებისა და არაჯანსაღი კვების საკითხებში
  • ადამიანებს, თვითშეფასების ამაღლებაში, სტრესის მართვის ალტერნატიული გზების პოვნაში და  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
  • ყველას, ვინც ეძებს მხარდაჭერას რთულ პერიოდში – მიუხედავად იმისა, მზად ხართ თუ არა დიდი ცვლილებებისთვის

დიპლომები და სერტიფიკატები

დროა გადადგა პირველი ნაბიჯი!

ვიმუშაოთ ამაზე ერთად

პროცესი მარტივია, შეავსეთ საიტზე დაჯავშნის ფორმა ან მოიწერეთ საკონტაქტო გვერდზე შესაბამისი ფორმის საშუალებით.